პერუ

პერუში ანტისამთავრობო აქციები გრძელდება, დაღუპულთა რაოდენობამ 48-ს მიაღწია

AP Photo/Hugo Curotto

პერუს პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს მთავრობის წინააღმდეგ პროტესტი, რომლის შედეგადაც 48 ადამიანი დაიღუპა, ერთი თვის წინ დაიწყო და ქვეყნის სამხრეთით გუშინ, 11 იანვარს განახლდა.

ტურისტული ქალაქის, კუსკოს ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 37 მშვიდობიანი მოქალაქე და ექვსი პოლიციელი  მას შემდეგ დაშავდა, რაც მომიტინგეებმა ქალაქის აეროპორტის აღება სცადეს.

ჩამოგდებული პრეზიდენტის, პეტრო კასტილიოს მხარდამჭერთა საპროტესტო აქციები და გზების ბლოკირება 41 პროვინციაში, ძირითადად პერუს სამხრეთით, მოხდა. 

ყველაფერი დეკემბერში დაიწყო, როდესაც პერუს პრეზიდენტმა, პედრო კასტილიომ ქვეყნის კონგრესის დაშლის ბრძანება გასცა და ქვეყანა კონსტიტუციურ კრიზისამდე მიიყვანა. ამის საპასუხოდ პერუს კონგრესმა მისი იმპიჩმენტის პროცესი ჩაატარა და კასტილიო გადაყენებულად გამოაცხადეს. 

პერუს პრეზიდენტის მიერ კონგრესის დაშლის მცდელობის შემდეგ, ის იმპიჩმენტით გადააყენეს

საპროტესტო აქციები, ძირითადად, ქვეყნის მიტოვებულ სოფლებში მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობა ჯერ კიდევ კასტილიოს ერთგულია. ისინი ვადამდელ არჩევნებს, ბოლუარტეს გადადგომას, კასტილოს გათავისუფლებასა და პოლიციასთან შეტაკების დროს დაღუპული მომიტინგეებისთვის აღდენილ სამართალს მოითხოვენ. 

კომენტარები