ბელარუსი

ბელარუსში პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ანდრეი დმიტრიევი დააკავეს

"ჩვენი პარტიის" საორგანიზაციო კომიტეტის ინფორმაციით, მინსკში ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ანდრეი დმიტრიევი დააკავეს.

ანდრეი დმიტრიევი ალექსანდრ ლუკაშენკოს მოწინააღმდეგე და მოძრაობა  “თქვი სიმართლის“ თანათავმჯდომარეა.

დმიტრიევი 11 იანვარს საღამოს დააკავეს. დაკავების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ოპოზიციონერი 2021 წლის აგვისტოშიც დააკავეს და დაკითხვის გაუმჟღავნებლობის ვალდებულებით მეორე დღესვე გაათავისუფლეს. 


ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა. მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80.23% მიიღო. მისმა მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ხმების 9.9% მოიპოვა, ანდრეი დმიტრიევმა - 1.04%.

გაყალბების წინააღმდეგ ბელარუსის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები საარჩევნო უბნების დახურვიდან მალევე დაიწყო.

ბელარუსის ხელისუფლების მიერ ოპოზიციურად განწყობილი  პოლიტიკოსების დევნა დღემდე გრძელდება. ზეწოლის ქვეშ არის ბევრი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციაც.

კომენტარები