რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ვოლოდიმირ ზელენსკი ლვოვში ჩავიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ლვოვში ჩავიდა, სადაც გამართა შეხვედრა უკრაინის უსაფრთხოების ვითარების შესახებ და ასევე პატივი მიაგო დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას.

"ლვოვში ვიზიტი ყველაზე მნიშვნელოვანი რამით დავიწყე - უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნის პატივისცემით. დიდება ყველას, ვინც სიცოცხლე გაწირა ჩვენი თავისუფლებისა და სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის! დიდება უკრაინას".- აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება, რომ ლვოვის რეგიონში სამუშაო ვიზიტის დროს, ზელენსკიმ საკოორდინაციო შეხვედრა გამართა სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონებში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.

კერძოდ, ადმინისტრაციის ცნობით, განიხილეს ბელარუსის საზღვარზე არსებული ოპერატიული ვითარება. 

ზელენსკის ეცნობა საზღვარზე სიმაგრეების მდგომარეობისა და გაძლიერების, ასევე ბელარუსიის მოსაზღვრე რეგიონებში მესაზღვრეებისა და სამხედრო პერსონალის მატერიალური დახმარების შესახებ.

"ჩვენ გვესმის, რომ ძლიერი განცხადებების გარდა, ჩვენ ვერ ვხედავთ რაიმე ძლიერს, თუმცა მზად უნდა ვიყოთ როგორც საზღვარზე, ასევე რეგიონებში". - განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები