საქართველო NATO-ს წევრი არ არის და ჩვენს ქვეყანას საკუთარი ჯარისა და ხელისუფლების გარდა, არც ერთი უსაფრთხოების ქოლგა არ იცავს. იმიტომ, რომ საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის მსგავსი უსაფრთხოების რისკები არ გავუმეოროთ, ჩვენ იმ პოლიტიკას ვატარებთ, რასაც ვატარებთ. ხოლო, რაც შეეხება კასიანოვის მოთხოვნას, მოთხოვნას და არა თხოვნას. საერთოდ, მეგობრული ჟესტია, როდესაც ვიღაცას რაღაცას სთხოვ და ამ თხოვნის შემდეგ, მის თანხმობას ან უარს ელოდები. ხოლო, იმ ტონალობით მოთხოვნა, რა ტონალობითაც ის ითხოვს, ჩემი აზრით, არც ერთ ეტიკეტში არ ჯდება.
tbl.ge/68ib
დაკოპირდა

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ბექა დავითულიანი. საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის ცნობით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს ბუკის ტიპის საზენიტო სარაკეტო სისტემების დაბრუნება სთხოვა, რომელიც უკრაინამ საქართველოს 2008 წლის ომის დროს გადასცა. კასიანოვი წერს, რომ უკრაინის თხოვნა ასევე მოიცავდა აშშ-ს მიერ საქართველოსთვის გადაცემულ ჯაველინის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექსების გადაცემასაც. დიპლომატი წერს, რომ ეს უკანასკნელი შეთანხმებული იყო არა მხოლოდ აშშ-სთან, არამედ, არსებობდა წინადადებაც კი, რომ ისინი ახალი კომპლექსებით ჩაენაცვლებინათ.
ამავე თემაზე
- სიბიჰა საქართველოსთან ნორმალიზებაზე: ჩვენი ინიციატივაა, გვაქვს გეოპოლიტიკური ინტერესი
- "ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა უკრაინასთან არსებულ გამოწვევებს" – ბოჭორიშვილი სიბიჰას შეხვდა
- ზარქუა: არ ვიცი, ზელენსკი ლეგიტიმურია თუ არა, რადგან ვადა ამოეწურა
- იმედია, დამოკიდებულება საქმით შეიცვლება და არა მხოლოდ სიტყვებით - ბოჭორიშვილი უკრაინაზე
- გარკვეული დაძაბულობა ნარჩუნდება, მაგრამ დიალოგი საუკეთესო საშუალებაა – პოდოლიაკი




