რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ღუდუშაური ჰოჯესზე: იქნებ ვინმემ ჰკითხოს, საქართველოს რა შეუძლია ამაზე მეტი გააკეთოს

საქართველო გააკეთა ყველაფერი, რაც მის ხელთ არის არსებული შესაძლებლობები და რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობებში საქართველო არის შეზღუდული.

[...] იქნებ ვინმემ ჰკითხოს [ბენ ჰოჯესს], რომ საქართველოს რა შეუძლია სხვა ამაზე მეტი გააკეთოს, ისე რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს არ დაარტყას და ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე არ დააყენოს ქვეყანა.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური.

ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, ბენ ჰოჯესმა თქვა, რომ "არ მესმის, საქართველოს მთავრობა რატომ გადაეჯაჭვა გვამს, რომელიც კრემლია".

კომენტარები