პროტესტი ირანში

ირანის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

ირანის ყოფილი პრეზიდენტის, აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის აქტივისტ ქალიშვილის 5 წლით თავისუფლების თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაცია მისმა ადვოკატმა 10 იანვარს დაადასტურა. 

ადვოკატმა ფაეზეჰ ჰაშემის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების დეტალებზე არ ისაუბრა. სააგენტო ISNA-ს ცნობით, გასულ წელს თეირანის პროკურორმა ჰაშემის “სისტემის წინააღმდეგ პროპაგანდის” ბრალდებით წაუყენა ბრალი.

სახელმწიფო მედია სექტემბერში წერდა, რომ ჰაეზეფ ჰაშემი თეირანში "აჯანყების წაქეზებისთვის" საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. 

ირანში ფართომასშტაბიანი ანტისამთავრობო დემონსტრაციები სექტემბერში ახალგაზრდა ირანელი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ის მორალის პოლიციამ დააკავა და სასტიკად სცემა. ქალი დაკავებიდან მალევე გარდაიცვალა. 

ექსპერტთა შეფასებით, საპროტესტო აქციები ირანის მთავრობისთვის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ დარბევების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის რამდენიმე თინეიჯერი.

აშშ-მ ირანის მორალის პოლიციასა და უსაფრთხოების მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა. იგივე მალევე დიდმა ბრიტანეთმაც გაიმეორა.

კომენტარები