პროტესტი ირანში

ირანი: საპროტესტო აქციების გამოძიებასთან დაკავშირებით გაეროსთან არ ვითანამშრომლებთ

საპროტესტო აქცია მორალის პოლიციის მიერ დაკავებული მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო 
Reuters

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ირანი უარს ამბობს ბოლო პერიოდში გაეროს მიერ დაწყებულ გამოძიებაში მონაწილეობაზე, რომლის მიზანი ქვეყანაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივი ჩახშობის საკითხების კვლევაა.

"ირანი არ ითანამშრომლებს გაეროს უფლებათა საბჭოს მიერ შექმნილ პოლიტიკურ კომიტეტთან". – თქვა სამინისტროს სპიკერმა, ნასერ ქანაანმა.

მანამდე, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარმა, ფოლკერ თიურქმა მოითხოვა, რომ აქციების ჩასახშობად, რომელიც 16 სექტემბერს 22 წლის მაჰსა ამინის დაპატიმრების შემდეგ დაიწყო, ირანს ძალის "არაპროპორციული გამოყენება" შეეწყვიტა. მისივე თქმით, ამ დროისთვის საპროტესტო აქციების შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 40-ზე მეტი ბავშვი, დაახლოებით 14,000 ადამიანი კი დააკავეს. 

საპროტესტო აქციები განსაკუთრებით ფოკუსირებული ქალთა უფლებებზე იყო – ამინი მორალურმა პოლიციამ ისლამურ კოდექსთან შეუსაბამო ჩაცმის გამო დააკავა. თუმცა, ამას გარდა, დემონსტრანტები ირანში ისლამური რესპუბლიკის დამფუძნებლის, აიათოლა ხომეინის მმართველობის დამხობას მოითხოვდნენ, ხოლო, პარალელურად, მის სურათებს წვავდნენ.

კომენტარები