რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

SKY NEWS: ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკის გადაცემას განიხილავს

ბრიტანული არმიის მთავარი საბრძოლო ტანკი - Challenger 2.

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის Challenger 2-ის ტიპის საბრძოლო ტანკების გადაცემას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს ცნობით, ბრიტანელი მაღალჩინოსნები უკვე რამდენიმე კვირაა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო ტანკის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავენ.

წყაროს თქმით, ასეთი ნაბიჯი დასავლეთის მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება იქნება და NATO-ს მოკავშირეებსაც ამისკენ უბიძგებს, განსაკუთრებით, გერმანიას.

ასევე, გასულ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში თქვა, რომ პარიზი კიევს ფრანგულ ჯავშანმანქანებს, ან AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს.

ზელენსკი: საფრანგეთი უკრაინას AMX-10 ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს

ხოლო 6 იანვარს აშშ-ში გერმანიის ელჩმა, მილი ჰაბერმა თქვა, რომ გერმანია უკრაინაში Marder-ის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს და დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის ბატარეას გაგზავნის.

გერმანია უკრაინაში ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გაგზავნის

კომენტარები