კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უკრაინელების ტანჯვას მხოლოდ გაახანგრძლივებს, თუმცა სპეციალური ოპერაციის გეგმებს ვერ შეცვლის.
"იარაღის მიწოდება უკრაინელ ხალხს ტკივილს მოუტანს და მათ ტანჯვას გაახანგრძლივებს, თუმცა, პრინციპში, ის სპეციალური სამხედრო ოპერაციის გეგმებს ვერ ცვლის". - ამბობს პესკოვი.
მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარში თქვა, რომ პარიზი კიევს ფრანგულ ჯავშანმანქანებს, ან AMX-10RC ტიპის მსუბუქ ტანკებს გადასცემს.
"ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში მხოლოდ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე საუბარი. ჩვენ ვიცით, რომ კოლექტიურმა ევროპამ, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსსმა და აშშ-მა უკვე შეიტანეს ათობით მილიარდი დოლარი უკრაინაში იარაღის მიწოდებით". - თქვა პესკოვმა.





