აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები

მაკკართი: დროა, ჩვენ ვიყოთ კონტროლი და დავაბალანსოთ პრეზიდენტის პოლიტიკა

REUTERS/Evelyn Hockstein

7 იანვარს რესპუბლიკური პარტიის წევრმა კევინ მაკკართიმ, როგორც პალატის თავმჯდომარემ, წარმომადგენელთა პალატას პირველად მიმართა.

"იმედი მაქვს, რომ ერთი რამ ნათელია ამ კვირის შემდეგ: მე არასოდეს დავნებდები. არასოდეს დავთმობ თქვენთვის, ამერიკელი ხალხისთვის" - ამბობს მაკკართი.

რესპუბლიკური პარტიის წევრის თქმით, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, რომ ამერიკულ ოჯახებს საშუალება მიეცეთ ისიამოვნონ ისეთი ცხოვრებით, რომელსაც იმსახურებენ.

"ჩვენი სისტემა აგებულია კონტროლსა და ბალანსზე. დროა ჩვენ ვიყოთ კონტროლი და დავაბალანსოთ პრეზიდენტის პოლიტიკა." - თქვა წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა.

მაკკართის კანდიდატურას 216-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი  212 იყო. კანდიდატმა პალატის წევრთა ხმების ნახევარი ვერ მიიღო, თუმცა მისი არჩევა შესაძლებელი გახდა, რადგან მისივე პარტიის 6-მა წარმომადგენელმა ხმის მიცემაზე უარი თქვა (მაკკართის მხარი არ დაუჭირა, მაგრამ არც მოწინააღმდეგეს მისცა ხმა) და ამით კენჭისყრას გამოეთიშა.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის კენჭისყრის 14 ეტაპი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა. ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატას სპიკერის ასარჩევად ერთზე მეტი კენჭისყრა დასჭირდა.

კომენტარები