აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მე-11 კენჭისყრაზეც ვერ აირჩიეს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მე-11 ცდაზეც ვერ აირჩიეს. გამარჯვებისთვის ხმათა საკმარისი რაოდენობა (218 ხმა) ვერცერთმა კანდიდატმა მიიღო. 

წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი ლიდერი, კევინ მაკკართი ბოლო ცდაზეც წარუმატებელი აღმოჩნდა.

20 რესპუბლიკელი დეპუტატი უარს ამბობს, კევინ მაკკართის ხმა მისცეს, რაც მას 218 ხმის დაგროვებაში დაეხმარება. 

ბოლო 100 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა წარმომადგენელთა პალატას სპიკერის ასარჩევად ერთზე მეტი კენჭისყრა დასჭირდა

პირველი კენჭისყრის შედეგებით, 212 ხმით დემოკრატი კანდიდატი, ჰაკიმ ჯეფრისი ლიდერობდა. მის ოპონენტს, რესპუბლიკელ კევინ მაკკართის, რომელსაც გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, 203 ხმა ჰქონდა.

მეორე კენჭისყრაშიც, პირველის მსგავსად, ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა მოიპოვა. ამ ტურში მაკკართის დამატებითი ხმა არ მიუღია

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის არჩევნები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. არჩევნებიდან რამდენიმე კვირაში, არაფორმალური კენჭისყრის გზით, რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტია სპიკერის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურას ირჩევენ. 

ნოემბრის დახურულ შეხვედრაზე რესპუბლიკელების ხმათა უმრავლესობა მაკკართიმ მოიპოვა. რამდენიმე კვირის შემდეგ, დემოკრატებმა ერთხმად აირჩიეს დეპუტატი ჰაკიმ ჯეფრისი. წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, პარტიის  წევრები არ არიან ვალდებულნი ხმა მისცენ პარტიის არჩეულ კანდიდატს. ტრადიციულად, სპიკერის კანდიდატურის პრეტენდენტი წარმომადგენელთა პალატის წევრია, თუმცა ეს აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულო კრიტერიუმს არ წარმოადგენს. იმისათვის, რომ კანდიდატი სპიკერი გახდეს, მას კენჭისყრაში მონაწილე პალატის წევრების ხმათა უმრავლესობა სჭირდება. 

რესპუბლიკურ პარტიაში მაკკართის კანდიდატურის წინააღმდეგი ტრამპის მხარდამჭერები არიან, რომელთაც მეტსახელად “არასოდეს კევინები” (Never Kevins) შეარქვეს. ისინი მაკკართის, რომელიც პალატის წევრი, ჯერ კიდევ 2009 წლიდან არის, ე.წ. “მეინსტრიმის” ნაწილად მიიჩნევენ.

"მე ხვალ კევინ მაკკართის ხმას არ მივცემ. ის პრობლემის ნაწილია და არა გადაჭრის საშუალება". - თქვა წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელმა წევრმა, ბობ გუდმა 2 იანვარს, Fox News-სთან ინტერვიუში.

წარმომადგენელთა პალატის სპიკერის როლი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია აშშ-ს პოლიტიკაში. ისინი აკონტროლებენ საკანონმდებლო ორგანოსა და პალატის დღის წესრიგს და პასუხისმგებელი არიან კომიტეტის წევრების გადანაწილებაზე.

კომენტარები