რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლეპსი, ბილანი, კირკოროვი – უკრაინამ რუს არტისტებსა და პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა

7 იანვარს, უკრაინამ რუს მომღერლებს, მსახიობებს, რეჟისორებს, წამყვანებსა და პროპაგანდისტებს სანქციები დაუწესა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების მიღების შესახებ. 

დოკუმენტის მიხედვით, სანქცირებულ პირებს უკრაინული აქტივები დაებლოკათ. გარდა ამისა, შეწყდება მათთან ვაჭრობა, გაუქმდება ყველა ლიცენზია თუ ნებართვა, აიკრძალება ფასიანი ქაღალდების ტრანზაქცია და საავტორო უფლებების გადაცემა. სანქციები 10 წლის განმავლობაში იმოქმედებს. 

სანქცირებულთა სიაში არიან: დიმა ბილანი, ფილიპ კირკოროვი, გრიგორი ლეპსი, პოლინა გაგარინა, ლარისა დოლინა, ირინ ალეგროვა, ლიუბოვ უსპენსკაია; რეჟისორი ნიკიტა მიხაილკოვი, დიზაინერი და ბლოგერი არტემი ლებედევი და სხვები. 

კომენტარები