რუსეთ-უკრაინის ომი

ლუგანსკის ოლქში მთვრალი რუსი ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრიან – გაიდაი

რუსი ოკუპანტები უკრაინაში
ეგორ ალეევი/ТАСС

ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელების შეტევას ასობით რუსი სამხედრო ემსხვერპლა, ოკუპანტებმა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობიან მოქალაქეებზე ზეწოლა გააძლიერეს. მისივე ცნობით, აქვთ ინფორმაცია, რომ ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს ესვრიან.  

"მათი [რუსი ოკუპანტების] მხრიდან საკმაოდ სასტიკი ქმედებები დაიწყო. გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მთვრალი ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან. შეუძლიათ, ესროლონ მოქალაქე კაცს, რადგან მოეჩვენათ, თითქოს ის უკრაინელ ჯარისკაცებს ეხმარება". - ამბობს გაიდაი.  

მისივე ინფორმაციით, ოკუპანტები აპატიმრებენ მათ, ვინც საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარს ამბობს. გაიდაის ცნობით, თითოეული დასახლებული პუნქტიდან ათობით ადგილობრივი გაიყვანეს. 

კომენტარები