2023 წელს გარდაცვლილები

67 წლის ასაკში EARTH, WIND & FIRE-ის წევრი, დრამერი ფრედ უაითი გარდაიცვალა

Pitchfork

67 წლის ასაკში EARTH, WIND & FIRE-ის წევრი, დრამერი ფრედ უაითი გარდაიცვალა. ინფორმაციას ბენდის წევრი და ფრედის უფროსი ძმა ვერდინ უაითი ავრცელებს.

"ის ზეცაში შეუერთდა ჩვენს ძმებს მორისს, მონტეს და რონალდს და ახლა დრამზე ანგელოზებთან ერთად უკრავს. EWF Original 9-ის წევრი, რომელმაც ოქროს ჰიტების ჩაწერაში 16 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა, ჩვენი ოჯახის მეოთხე ძმა. სახლში და მის გარეთ ის ჩვენს შორის ყველაზე მხიარული და ონავარი იყო". – წერს ვერდინ უაითი.

ფრედ უაითი უფროსი ძმების, მორისისა და ვერდინის მიერ დაფუძნებულ Earth, Wind & Fire-ს 19 წლის ასაკში, 1974 წელს შეუერთდა. 80-იანებში უაითმა ბენდი დატოვა, თუმცა 2000 წელს EWF-ის სხვა წევრებთან ერთად როკ ენ როლის დიდების დარბაზში მოხვდა.

კომენტარები