აშშ-ჩინეთი

NASA: შესაძლოა, პეკინი მთვარის მდიდარი უბნების მითვისებას ცდილობდეს

POLITICO

NASA-ს ხელმძღვანელის, ბილ ნელსონის თქმით, პეკინი, შესაძლოა, მთვარის რესურსებით მდიდარ უბნებზე კონტროლის მოპოვებას ან მათზე აშშ-ს არდაშვებას ცდილობდეს.  

"ფაქტია, რომ ჩვენ კოსმოსურ რბოლაში ვართ. სჯობს, თვალყური მივადევნოთ, რომ ისინი არ მოხვდნენ მთვარის ამ ნაწილებზე ისე, თითქოს მეცნიერულ კვლევას ატარებდნენ". – აღნიშნა ფლორიდის ყოფილმა სენატორმა და ასტრონავტმა POLITICO-სთან ინტერვიუში. 

ამასთან, ბილ ნელსონის ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ პეკინმა ერთ დღეს თქვას – "მოშორდით, ჩვენ ვართ აქ, ეს ჩვენი ტერიტორიაა".

გარდა ამისა, აშშ-ს სამხედრო უწყებამ შეშფოთება გამოხატა პეკინის მიერ კოსმოსური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით, რამაც, მათი თქმით, ამერიკულ თანამგზავრებს შეიძლება ზიანი მიაყენოს.

"სრულიად შესაძლებელია, რომ დაგვეწიონ და გადაგვასწრონ, აბსოლუტურად. მათი პროგრესი განსაცვიფრებელია – გასაოცრად სწრაფი". – თქვა კოსმოსური ძალების გენერალ-ლეიტენანტმა, ნინა არმაგნომ გასულ თვეს, ავსტრალიაში ვიზიტის დროს, როდესაც ჩინეთი მე-10 ეკიპაჟს თავის კოსმოსურ სადგურზე აგზავნიდა.

კომენტარები