რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: მაკეევკაში უკრაინის იერიშს 63 რუსი სამხედრო ემსხვერპლა

Tony Overman/The Olympian via AP, File

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო დონეცკის გარეუბან მაკეევკაში უკრაინის იერიშის შედეგად დანაკარგს ადასტურებს. მათი თქმით, სარაკეტო დარტყმებს 63 რუსი სამხედრო ემსხვერპლა. 

უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს ცნობით მოკლულთა რაოდენობა 400-მდე, დაჭრილთა რიცხვი კი 300-ია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ უკრაინამ მაკეევკის რეგიონში რუსულ შეიარაღებულ ძალებზე იერიში ამერიკული წარმოების HIMARS-ით მიიტანა.

კომენტარები