რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკეევკაში უკრაინელებმა HIMARS-ით გაანადგურეს ბაზა, სადაც 400-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა

დონეცკის გარეუბან მაკეევკაში ახალი წლის ღამეს უკრაინულმა არმიამ HIMARS-ით მიზანში ამოიღო რუსების ბაზა, სადაც ასობით სამხედრო იყო. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, მათი ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

შენობა, რომელიც თავდასხმის შედეგად ძლიერ დაზიანდა, სასწავლებელია კრემლის ქუჩაზე. რუსეთის მხარდამჭერი წყაროების ცნობით, დაღუპულთა რაოდენობა 500-ს აღწევს

უკრაინის არმიის სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს ცნობით კი, მოკლულთა რაოდენობა 400-ია, დაჭრილთა კი 300.

კომენტარები