რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კლიჩკო: პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა

ვიტალი კლიჩკო
Genya Savilov/AFP/Getty Images

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პირველ იანვარს, ღამით კიევის დაბომბვისას ენერგეტიკული ობიექტები დაზიანდა, რამაც ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა გამოიწვია.

"დედაქალაქის ღამის დაბომბვის შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, ქალაქში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვა მოხდა". - წერს Telegram-ზე ვიტალი კლიჩკო. 

კლიჩკომ აღნიშნა, რომ კიევში ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვის გამო, ზოგიერთი გათბობის ობიექტი გამორთულია.

საჰაერო თავდაცვის ძალებმა კიევის თავზე 20 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს. დედაქალაქში ღამის თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და 19 წლის ბიჭი დაშავდა.

კომენტარები