რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინა: ახალი წლის ღამით დაბომბვის შედეგად 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 2 დაიღუპა

უკრაინელი მეხანძრე, რომელიც ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ცდილობს, 15 ნოემბერი, 2022.
REUTERS

ახალი წლის ღამით დაბომბვის შედეგად 50 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 2 კი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მოადგილე, კირილ ტიმოშენკო ავრცელებს

ტიმოშენკოს ინფორმაციით, 1 იანვარს ადგილობრივი დროით 9 საათზე 50 ადამიანი დაშავდა, ორი გარდაიცვალა. ასევე, მან Telegram-ზე რეგიონების მიხედვით დაშავებულთა და დაღუპულთა სტატისტიკა გამოაქვეყნა:

  • დნეპროპეტროვსკის ოლქი - 1 დაჭრილი.
  • დონეცკის ოლქი - 1 დაჭრილი.
  • ზაპოროჟიეს ოლქტი - 5 დაჭრილი.
  • ნიკოლაევის ოლქი - 6 დაჭრილი.
  • ხარკოვის ოლქი - 1 დაჭრილი.
  • ხერსონის რაიონი - 1 დაღუპული, 4 დაჭრილი.
  • ხმელნიცკის რაიონი - 1 დაჭრილი.
  • კიევი - 1 დაღუპული, 22 დაჭრილი.

გარდა ამისა, ხმელნიცკის ოლქის ხელისუფლების გავრცელებული ინფორმაციით, საავადმყოფოში დაბომბვისგან მიღებული ჭრილობების შედეგად 22 წლის გოგო გარდაიცვალა.

კომენტარები