რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი: ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, გვაქვს ძალა დავამარცხოთ მტერი

ჩვენ ომი არ აგვირჩევია, თუმცა მივიღეთ ბრძოლა და ღმერთი ჩვენ მხარეს არის.

ჩვენსა და ჩვენი საყვარელი ადამიანების მხრებზე მძიმე განსაცდელი, ტკივილი და ტანჯვაა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ძალა დავამარცხოთ მტერი.

ერი ბრძოლაში იბადება.

ღმერთი გფარავდეთ! დაე ჩვენი გამარჯვება იყოს უკრაინის აყვავებისა და რუსეთის დასასრულის დასაწყისი.

ყველას, ვინც ახლა ჩვენს პოზიციებს ინარჩუნებს, ჩვენი დამცველების ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს, ყველას, ვინც ლოცულობს, სჯერა, ეხმარება შეიარაღებულ ძალებს, ყველას, ვინც ჩვენთან ერთად მსოფლიოს ბოროტებას ებრძვის - გილოცავთ შობასა და ახალ წელს!

წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი Facebook-ზე.

კომენტარები