ისრაელმა ახალი მთავრობა აირჩია. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელის პრემიერმინისტრის თანამდებობა მეექვსედ დაიკავა. ქნესეთში ქვეყნის ახალ ხელისუფლებას 120-დან 63-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ბენიამინ ნეთანიაჰუს მემარჯვენე პარტიამ ლიკუდმა კოალიცია ჩამოაყალიბა ულტრაორთოდოქს პარტიებთან. მემარჯვენე რელიგიური პარტიის ხელმძღვანელმა, ისრაელში ქვეყნის მმართველის თანამდებობაზე ყველაზე მეტი დრო 15 წელი გაატარა.
ლიკუდსა და მის ხუთივე მოკავშირე პარტიას შორის შემდგარი კოალიციური შეთანხმებების მიხედვით, მომავალი მთავრობა უპირატესობას მიანიჭებს სასამართლო რეფორმას, რომელიც პოლიტიკურ და სასამართლო ძალებს შორის ბალანსს დაამყარებს, ასევე დასახლებების გაფართოებას, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის შესაძლო ანექსიას და ულტრაორთოდოქსული კონტროლის შემდგომ ცენტრალიზებას სახელმწიფო ებრაულ სამსახურებზე.
ამავდროულად, ნეთანიაჰუმ ახალი მთავრობის სამი მთავარი პრიორიტეტი წარმოადგინა: ირანის ბირთვული პროგრამის შეჩერება, სახელმწიფო ინფრასტრუქტურის განვითარება – ე.წ. პერიფერიის ქვეყნის ცენტრთან დაკავშირებაზე და ისრაელის შიდაუსაფრთხოებისა და მმართველობის აღდგენა.