გამიჭირდება პასუხის გაცემა, იმ ორაზროვანი განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც მან [სალომე ზურაბიშვილმა] დღეს გააკეთა, თუმცა აქამდე ჩვენ გვესმოდა ყოველთვის ძალიან პრინციპული პოზიცია და ძალიან პრინციპული განცხადებები - "არა და არასოდეს". მას თავისუფლად შეეძლო დღეს იგივე ეთქვა, "არა და არასოდეს" გაემეორებინა იგივე. არამხოლოდ ამან [გააჩინა ეჭვი], მანამდეც რამდენჯერმე გაკეთდა ცოტა ორაზროვანი განცხადება, რამაც თავისთავად მოახდინა იმის პროვოცირება, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს იქ მივიდნენ, მათ პასუხები დაჭირდათ პრეზიდენტისგან და ვიცით ხო, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ეს ადამიანები არიან ის ოჯახები, რომლებსაც მოუკლეს შვილი, ძმა, მამა და ასე შემდეგ სააკაშვილის რეჟიმის დროს. ამიტომ, კარგი იქნება თუ მკაფიო პასუხი გვექნება ამ საკითხზე. მის მაგივრად ვერ ვილაპარაკებ, ჩვენ არ ვიცით რა აქვს მას განზრახული, თუმცა თუ ის ამ ნაბიჯს გადადგამს, რა თქმა უნდა, ის დაარღვევს იმ პირობას, რომელიც მას ჰქონდა მიცემული ქართული საზოგადოებისთვის დიდი ხნის წინ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
სამხარაძე პრეზიდენტზე: შეეძლო დღეს იგივე ეთქვა - "არა და არასოდეს" გაემეორებინა იგივე
tbl.ge/6870
დაკოპირდა
უპასუხა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ რუსთავი 2-ის ეთერში წამყვანის კითხვას, შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს.
დღეს, 28 დეკემბერს, პრეზიდენტმა სააკაშვილის შეწყალებაზე თქვა, რომ "პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა".
ნიკოლოზ სამხარაძექართული ოცნებასალომე ზურაბიშვილისაქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილის შეწყალებამიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა
ამავე თემაზე
- ჩხაიძე: სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა, საჭიროებს კლინიკაში ყოფნას
- ჩხაიძე სააკაშვილის შესახებ CPT-ს დასკვნაზე: ეს არის პენიტენციური დაწესებულების კომპეტენცია
- კალაძე: რეალობაში სააკაშვილი იყო დიეტაზე, შესანიშნავ ფორმაშია, კარგად გამოიყურება
- ელისაშვილი: მოვკიდებდი სააკაშვილს კისერში ხელს და წავიყვანდი ციხეში, 1 წელია, ბაირამობს
- ბრეგაძე სააკაშვილზე: ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, რეკომენდაციის მიხედვით გადავიყვანთ ციხეში