ვლადიმირ პუტინი

პუტინმა 8 ბეჭედი დსთ-ს ქვეყნების ლიდერებს აჩუქა – კიდევ ერთი, დაიტოვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დსთ-ს ქვეყნების არაფორმალური სამიტის მონაწილეებს "თანამეგობრობის ნიშნად" ბეჭდები აჩუქა. ინფორმაციას meduza ავრცელებს. 

მედიის ცნობით, თეთრი და ყვითელი ოქროს მსგავსი ლითონისგან დამზადებულ თითოეულ ბეჭედზე დატანილია დსთ-ს სიმბოლო და წარწერა "გილოცავთ ახალ 2023 წელს". გარდა ამისა, მითითებულია ქვეყნის სახელი, სადაც სამიტი გაიმართა - რუსეთი.

ბეჭდები მიიღეს ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჯომართ თოყაევმა, ყირგიზეთის პრეზიდენტმა სადირ ჯაფაროვმა, ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა, თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, ასევე უზბეკეთის პრეზიდენტმა შავქათ მირზიოევმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

meduza წერს, რომ ლუკაშენკომ ბეჭედი მაშინვე გაიკეთა, პუტინმა კი ერთი ბეჭედი დაიტოვა. 

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ბეჭდები "უბრალოდ საახალწლო სუვენირია, ამაში განსაკუთრებული არაფერია". პესკოვის თქმით, პუტინი ბეჭედს არ ატარებს.

კომენტარები