რუსეთ-უკრაინის ომი

AP: უკრაინას თებერვლის ბოლოსთვის სამშვიდობო სამიტის გამართვა სურს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, მთავრობას სურს, რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით თებერვლის ბოლოს სამშვიდობო სამიტი ჩაატაროს. 

Associated Press-თან ინტერვიუში კულებამ აღნიშნა, რომ სამშვიდობო სამიტი, სავარაუდოდ, გაეროში გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის შესაძლო შუამავლობით გაიმართება. 

კულებას თქმით, უკრაინა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ომი 2023 წელს მათი გამარჯვებით დასრულდეს. მან დასძინა, რომ ომის დროს დიპლომატია ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. 

"ყოველი ომი დიპლომატიური გზით მთავრდება… ყოველი ომი მთავრდება ბრძოლის ველზე და მოლაპარაკების მაგიდაზე განხორციელებული ქმედებების შედეგად". - ამბობს ის.

კულებამ ასევე ისაუბრა ვოლოდიმირ ზელენსკის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტზე. მისი თქმით, ის “აბსოლუტურად კმაყოფილია” ვიზიტის შედეგებით. 

კომენტარები