საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტს ელჩების კონფერენციაზე პროტოკოლით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს – ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან მას პროტოკოლით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმეს.

"პრეზიდენტი დღეს დაგეგმილ ელჩების კონფერენციას არ დაესწრო, რადგან პროტოკოლმა პრეზიდენტს მისთვის პროტოკოლის წესით განკუთვნილი ადგილი არ დაუთმო, რაც პროტოკოლური დარღვევაა". – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.

საქართველოს ელჩების კონფერენცია დღეს, 26 დეკემბერს გაიხსნა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

კომენტარები