ავღანეთი

თალიბანმა ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აუკრძალა

ავღანეთში თალიბანმა ქალებს არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობა აუკრძალა,რაც გაერომ დაგმო. მათი თქმით, ეს ნაბიჯი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს არღვევს.

ისლამისტმა მმართველებმა ეს ნაბიჯი იმით გაამართლეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის ქალმა თანამშრომლებმა ჰიჯაბის არ ტარებით ჩაცმის წესები დაარღვიეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ეს "ავღანელი ხალხისთვის დამანგრეველი" იქნება.

არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის აკრძალვამდე თალიბანმა ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა

კომენტარები