ბიძინა ივანიშვილი მოვიდა და თქვა - მე წავედი პოლიტიკიდან. წავიდა იმისთვის, რომ პოლიტიკაში დარჩენილიყო და აი რასაც ახლა ამ მარიონეტების ხელით აკეთებს, თუ ჰგონია, რომ აქ მისი პასუხისმგებლობა არ არის, ან ეს პასუხისმგებლობა პერსონალიზებული არ იქნება, ძალიან ცდება [...] მე გპირდებით ამას, რომ თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობის პერსონალიზება მოხდება. იმის ნაცვლად, რომ შეცდომებს ვასწორებდეთ, იმიტომ, რომ დღეს შესაძლებლობა გაჩნდა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, შემთხვევით, ჩვენი დამსახურებით კი არა [...] ყველას კარგად გვესმის, ეს უბედური ომი რომ არ ყოფილიყო, შესაძლებლობების ეს ფანჯარა, რომ საქართველო ევროპულ ოჯახს დაუახლოვდეს, ასე სწრაფად არ იქნებოდა [...] ერთი მხრივ, შესაძლებლობა გვაქვს, რომ ისტორიას დრო და წლები მოვუგოთ და მეორე მხრივ, ვიღაც არაკომპეტენტური იდიოტების გამო, რისკი გვაქვს, რომ ეს 20-30 წელი უბრალოდ დავკარგოთ.
ბიძინა ივანიშვილი
გახარია: ივანიშვილს თუ ჰგონია, რომ პასუხისმგებლობა პერსონალიზებული არ იქნება, ცდება
tbl.ge/681f
დაკოპირდა

თქვა ექსპრემიერმა, პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ.
ამავე თემაზე
- ივანიშვილი: 48 წელია ილია მეორე ღირსეულად ატარებს ერის სულიერი მამის მძიმე ჯვარს
- "ივანიშვილის პოლიტიკური დევნა დიფ სთეითმა 2008 წლიდან დაიწყო" - ადვოკატი
- მისი ქონება $6.34 მლრდ-ზე ნაკლებია – Bloomberg განმარტავს, რატომ ამოიღეს ივანიშვილი სიიდან
- დეკანოიძე: ივანიშვილმა დაითხოვა კომპანიები, რომლებიც მას აშშ-სთან დალაგებას ჰპირდებოდნენ
- ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება




