სიკვდილით დასჯა ირანში

ცნობილ ირანელ ფეხბურთელს სიკვდილით დასჯა ემუქრება

ირანელი ფეხბურთელის, ამირ ნასრ-აზადანის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცს სიკვდილით შაჰიდ ალიხანის მოედანზე დასჯიან.

ირანელებს მიაჩნიათ, რომ მანამ, სანამ დასავლური სამყარო შობის დღესასწაულს აღნიშნავს, ქვეყანაში სიკვდილით დასჯის ტალღა გარდაუვალია.  

CNN-მა გადაამოწმა დოკუმენტები, ვიდეოები, მოწმეების ჩვენებები და განცხადებები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ მინიმუმ 43 ადამიანი, მათ შორის ნასრ-აზადანი, შესაძლოა,  სიკვდილით დასაჯონ.

გასულ თვეში ირანში საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ, სულ მცირე, ორი ადამიანი სიკვდილით უკვე დასაჯა, რომელთაგან ერთი საჯაროდ ჩამოახრჩვეს.

ირანის სახელმწიფო მედია IRNA-ს ცნობით, ნასრ-აზადანს 16 ნოემბერს ისპაანში საპროტესტო აქციების დროს უსაფრთხოების სამი ოფიცრის, მათ შორის, ორი მოხალისე ბასიჯის წევრის მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად. 

სახელმწიფო მედიის ცნობით, ქალაქის სასამართლოს მთავარმა თავმჯდომარემ, ასადულა ჯაფარიმ თქვა, რომ ნასრ-აზადანს ბრალი ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების გამო წაუყენეს. ირანის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სასჯელი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.

კომენტარები