სიკვდილით დასჯა ირანში

ირანში შვედეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე დისიდენტი სიკვდილით დასაჯეს

ირანში შვედეთისა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე დისიდენტი, ჰაბიბ ჩააბი სამყაროს გარყვნის ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. მას არაბთა სეპარატისტული დაჯგუფების გაძღოლასა და ტერორისტულ თავდასხმებში ადანაშაულებენ. ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას 2018 წლის აღლუმზე 25 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა. 

როგორც ცნობილია, ჩააბი ირანის უსაფრთხოების ძალებმა 2020 წელს, თურქეთში დააკავეს. მოგვიანებით ის თეირანში გადაიყვანეს. დაკავებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ ქვეყნდება. 

შვედეთი გმობს ირანის მიერ თავისი მოქალაქის სიკვდილით დასჯას. საგარეო საქმეთა მინისტრის, ტობიას ბილსტრომის ცნობით, ირანის ხელისუფლებამ თხოვნა არ გაითვალისწინა და სასჯელი მაინც აღასრულა. 

"სიკვდილით დასჯა არაადამიანური დანაშაულის ფორმაა. შვედეთი ევროკავშირის დანარჩენი წევრების მსგავსად სასჯელის ამ სახეს ნებისმიერ ვითარებაში გმობს". - აღნიშნა საკითხთან დაკავშირებით ბილსტრომმა. 

კომენტარები