სიკვდილით დასჯა ირანში

ირანში რეჟიმის წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილე 3 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

ირანში სამი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. BBC-ის ინფორმაციით, სამივე პირის სიკვდილით დასჯის განაჩენი გასულ წელს, ქვეყნის მასშტაბით გამართულ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს გამოუტანეს.

მათ ბრალად ედებათ 2022 წლის, 16 ნოემბერს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობა, როდესაც ანტისამთავრობო პროტესტის ჩახშობის დროს სამხედრო პოლიციის სამი თანამშრომელი დაიღუპა. 

30 წლის მაჯიდ კაზემი, 36 წლის სალეჰ მირჰაშემი და 37 წლის საიდ იაკუბი სიკვდილით 19 მაისის დილას დასაჯეს.

ირანში დემონსტრანტების სიკვდილით დასჯის პროცესი 2022 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. უფლებადამცველი ჯგუფების შეფასებით, მომიტინგეებს სიკვდილს მიკერძოებული სასამართლო პროცესების საფუძველზე უსჯიან.

კომენტარები