სიკვდილით დასჯა ირანში

დიდი ბრიტანეთი ირანის გენერალურ პროკურორს სანქციებს უწესებს – ჯეიმს ქლევერლი

ჯეიმს ქლევერლი
REUTERS/Peter Nicholls

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის, ჯეიმს ქლევერლის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა ირანის გენერალურ პროკურორს სანქციები დაუწესა.

გადაწყვეტილება ბრიტანეთ-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარის სიკვდილით დასჯას მოჰყვა. ამის შესახებ ქლქვერლი Twitter-ზე წერს. 

ჯეიმს ქლევერლის თქმით, გენერალური პროკურორი ირანის მიერ სიკვდილით დასჯის აღსრულებაში ცენტრალური ფიგურაა და მისი სანქცირება ხაზს უსვამს დიდი ბრიტანეთის ზიზღს მომხდართან დაკავშირებით.

"ადამიანების უფლებების დარღვევები შემზარავია და მათზე პასუხისმგებლობას რეჟიმს ვაკისრებთ". - წერს ჯეიმს ქლევერლი. 


ირანული გამოცემის ინფორმაციით, ბრიტანეთ-ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ალირეზა აკბარი სიკვდილით დასაჯეს

ალირეზა აკბარის სასიკვდილო განაჩენი 11 იანვარს გამოუტანეს. 

11 იანვარს, ირანის სასამართლო სისტემასთან დაკავშირებულ გამოცემა Mizan-ში გამოქვეყნებული ბრალდებების თანახმად, ალირეზა აკბარი “ამ ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის დააკავეს”. 

11 იანვარიდან ბრიტანეთი სიკვდილით დასჯის შეჩერებასა და აკბარის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდა. 

ალირეზა აკბარი 2001 წლამდე თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. მანამდე აკბარი ირანსა და ერაყს შორის 1988 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში მონაწილეობდა  და მჭიდროდ თანამშრომლობდა გაეროს დამკვირვებლებთან.

აკბარი, რომელიც კერძო ანალიტიკურ ცენტრს ხელმძღვანელობდა, საჯაროდ 2019 წლის შემდეგ არ გამოჩენილა.

კომენტარები