რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

The Times: პუტინის აგრესიამ რუსეთი 30 წლით უკან დახია

ვლადიმირ პუტინი

The Times-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა იმდენად დაასუსტა რუსეთის ეკონომიკა და შეიარაღებული ძალები, რომ სახელმწიფოს აღდგენას შესაძლოა 30 წელი დასჭირდეს

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინასთან ომში რუსეთის 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, ხოლო მოსკოვმა ბრძოლის საწარმოებლად ბიუჯეტის მეოთხედი დახარჯა. 

ამასთან, The Times-ი წერს, რომ კიევმა რუსული ტანკების დაახლოებით 50%-ის განადგურება მოახერხა, ხოლო მოსკოვმა რაკეტების, საბრძოლო მასალისა და ჭურვების მარაგი ომის დაწყებიდან სწრაფადვე ამოწურა. გამოცემა ბრიტანეთის მთავრობის ერთ-ერთ მაღალჩინოსნის ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ეკონომიკური და სამხედრო ძლიერების აღსადგენად რუსეთს, შესაძლოა, 20-30 წელი დასჭირდეს. 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში მიმართვისას აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის თავად იბრძვის, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად აშშ-ს მხარდაჭერის გაგრძელებაა საჭირო.

"თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ ყველაზე პასუხისმგებლობით ვატარებთ". – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ "განაგრძობს უკრაინის თავდაცვის უნარის გაძლიერებას – კერძოდ საჰაერო თავდაცვის".

კომენტარები