რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

აშშ უკრაინას Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს – ბაიდენი

პატრიოტის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოცდა Artemis Strike 2017-ის წვრთნებზე.
Anthony Sweeney

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართული შეხვედრის დროს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს გადასცემს.

ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ აშშ "განაგრძობს უკრაინის თავდაცვის უნარის გაძლიერებას – კერძოდ საჰაერო თავდაცვის".

ამას გარდა, ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ ამერიკელები, ორივე პარტიიდან, უკრაინელთა გვერდით დგანან და დარწმუნდებიან, რომ მიიღებენ ფინანსურს, ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების დახმარებას, რაც Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებსაც მოიცავს.

აქამდე, 21 დეკემბერს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი $1.85-მილიარდიანი უსაფრთხოების დახამრების პაკეტი Patriot-ების პირველ პარტიასაც მოიცავს.

აქამდე რუსეთის დიპლომატიურმა კორპუსმა ამერიკაში აშშ-ს მიერ უკრაინისთვის Patriot-ების გადაცემის შესაძლებლობას პროვოკაციული ნაბიჯი უწოდა და თქვეს, რომ ამას შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს.

კომენტარები