ავღანეთი

დემონსტრაციების პასუხად თალიბანის მთავრობა ქალთა უნივერსიტეტების აკრძალვას ამართლებს

ავღანეთის თალიბანის მთავრობის უმაღლესი განათლების მინისტრმა დაიცვა ქვეყნის გადაწყვეტილება ქალების უნივერსიტეტებში აკრძალვის შესახებ. უწყების წარმომადგენლის თქმით, აკრძალვა აუცილებელი იყო სქესთა შერევის თავიდან ასაცილებლად. 

ავღანეთის თალიბების მიერ მართულმა ადმინისტრაციამ ამ კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ დახურა უნივერსიტეტები ქალებისთვის, მიზეზად კი დაასახელა, რომ ქალი სტუდენტები არ იცავდნენ ისლამური ჩაცმულობის წესს და სხვადასხვა სქესის სტუდენტებს შორის ურთიერთობა გაზრდილი იყო. 

სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა დიდი პროტესტი ქვეყნის დედაქალაქში.

დედაქალაქში 20-მდე ქალი ქუჩებში გამოვიდა და სკანდირებდნენ თავისუფლებისა და თანასწორობისთვის.

"ყველა ან არცერთი. ნუ გეშინია. ჩვენ ერთად ვართ". - სკანდირებდნენ ისინი. 

უმაღლესი განათლების აკრძალვამდე ორი თვით ადრე, ქვეყნის მასშტაბით ათასობით ქალმა უნივერსიტეტის მისაღები გამოცდა ჩააბარა, ხოლო მათ შეეძლოთ უნივერსიტეტში სწავლა იმ შემთხვევაში, თუ მათი ლექციები და სხვა საკლასო აქტივობები ცალკე შენობაში ჩატარდებოდა.

კომენტარები