ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომდევნო სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს გაიმართება.
მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომა 10:00 საათზე ჩანიშნა.
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლოს კლინიკა ვივამედიდან დისტანციურად ჩაერთო. სააკაშვილს სურდა, მოქალაქეებისთვის უკრაინულად მიემართა, რისი უფლებაც მოსამართლემ არ მისცა. ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ექსპრეზიდენტმა თავი ცუდად იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა,
ასევე, სასამართლო სხდომაზე ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილს მოუწოდა, აეწია მაისური, რათა საზოგადოებას მისი მდგომარეობა ენახა.
პროცესზე მოწმის სახით ამერიკელი ექსპერტ-ფსიქიატრი ერიკ-დევიდ გოლდსმიტი დაკითხეს. მისი ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ექსპრეზიდენტის დაცვის მხარის ერთერთი მტკიცებულებაა. გოლდსმიტის თქმით, მიხეილ სააკაშვილს დემენციის სიმპტომები და "სწრაფად პროგრესირებადი დემენცია" აქვს.





