რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სანტას და მის ირმებს დავიცავთ რუსული რაკეტებისგან – უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ბავშვებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო საშობაოდ უკრაინელი ბავშვებისთვის განცხადებას ავრცელებს და პირობას იძლევა, რომ სანტა კლაუსი უსაფრთხოდ შეძლებს უკრაინის თავზე გადაფრენას. 

"ჩვენი ბავშვები ღელავენ, რომ რუსული რაკეტები ჩამოაგდებენ სანტას, რომელიც უკრაინას გადაუფრენს. მაგრამ ჩვენი საჰაერო თავდაცვა მას და მის ირმებს, ჩვენი ქვეყნის თავზე უსაფრთხოდ ფრენის გარანტიებს აძლევს". – წერს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

კომენტარები