რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დმიტრი მედვედევი სი ძინფინგს შეხვდა, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის საკითხი განიხილეს

 Sputnik/Yekaterina Shtukina

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და მმართველი პარტია ერთიანი რუსეთის თავმჯდომარე, დმიტრი მედვედევი დაუგეგმავი ვიზიტით პეკინში ჩავიდა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინფინგს შეხვდა. მედვედევის თქმით, მან ჩინეთის პრეზიდენტს პუტინის გზავნილი გადასცა. 

როგორც მედვედევმა მოგვიანებით განმარტა, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის გარდა, შეხვედრის განხილვის საგანი უკრაინის კონფლიქტიც იყო. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეები დამატებით ინფორმაციას ამ დრომდე არ ავრცელებენ. 

“ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთისა და ჩინეთის მმართველ პარტიებს  შორის ორმხრივ ურთიერთობაზე, მათ შორის ეკონომიკური და სამრეწველო კუთხით. ასევე განვიხილეთ საერთაშორისო საკითხები, რაც რა თქმა უნდა მოიცავს, კონფლიქტს უკრაინაში. ეს იყო სასარგებლო მოლაპარაკება”. - თქვა მედვედევმა.

შეხვედრის ამსახველ კადრებს დმიტრი მედვედევი ტელეგრამზე აქვეყნებს. 

კომენტარები