მოლდოვა

მოლდოვამ რუსული გაზის ჩასანაცვლებლად ალტერნატივები მოიძია – მოლდოვის ვიცეპრემიერი

მოლდოვამ მოკლევადიან ენერგეტიკულ შეთანხმებას მიაღწია, რაც მას რუსულ ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.

პრემიერმინისტრის მოადგილის, ანდრეი სპინუს თქმით, ქვეყანა 100 მილიონ კუბურ მეტრს რუსული Gazprom-ის ნაცვლად, ადგილობრივი კომპანია Energocom-ისგან იყიდის.

დღემდე მოლდოვა დიდწილად რუსულ გაზზე იყო დამოკიდებული. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მზარდი ინფლაციის მიუხედავად, მოლდოვა წყვეტს რუსეთისგან გაზის იმპორტს. 

“გასული წლიდან მოყოლებული პირობა დავდეთ, რომ რეზერვს გავაკეთებდით და სხვა ალტერნატივებს ვიპოვიდით. ეს მოვახერხეთ” - წერს პრემიერმინისტრის მოადგილე, სპინუ Telegram-ზე.  

კომენტარები