ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობები დაიწვა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქი ბანგი

ევროკავშირის ელჩი ცენტრალურ აფრიკაში, დაგლას კარპენტერი საკუთარ Twitter-ზე წერს, რომ ქვეყნის დედაქალაქ ბანგიში 18 დეკემბერს ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობები დაიწვა. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კარპენტერი ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესახებ არაფერს წერს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, გასულ დღეებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, როგორც რუსული მხარე ირწმუნება, მკვლელობის მცდელობის შედეგად დაშავდა ბანგიში რუსული სახლის ხელმძღვანელი, აშშ-ს მიერ სანქცირებული რუსი ბიზნესმენი, კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერთან და მის დამაარსებელ ევგენი პრიგოჟინთან კავშირში მყოფი დმიტრი სიტიი.

ევგენი პრიგოჟინმა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, თავდასხმა საფრანგეთს დააბრალა. პრიგოჟინი სავარაუდო თავდასხმის უკან მდგომებს "ისტორიის ცეცხლში დაწვით" დაემუქრა.

კომენტარები