ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

საქართველოს ელჩი საფრანგეთში: მოგიწოდებთ, ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს

მეგობრებო, სამწუხაროა ის სკანდალი, რაც ატყდა ფრანგულ და შემდგომ უკვე ქართულ პრესაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, არასრულწლოვნების გაუპატიურების ირგვლივ, თითქოს ჩვენმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს 16 წლის გოგო. ალბათ საჭიროა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა მინდა დადასტურებით განვაცხადო, რომ გაუპატიურების პერიოდად დასახელებულია 2013 წლის დეკემბარი - 2014 წლის ივნისი, ხოლო ქართველი ჯარისკაცები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მხოლოდ 2014 წლის ივნისის შუა რიცხვებში ჩავიდნენ. ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, დაუსაბუთებელ ტალახს ნუ ვესვრით ჩვენს ჯარს და ჯარისკაცებს ამ მათთვის ძალიან მნიშვნელოვან დღეს ! სანამ ბრალი არ დადასტურებულა, უდანაშაულობის პრეზუმფცია ამბობს, რომ ყველა უდანაშაულოა !

საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ბავშვებზე ძალადობაში ქართველი სამხედროების შესაძლო მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, Facebook-ის პირად გვერდზე.

კომენტარები