რუსეთ-უკრაინის ომი

კიევში რუსული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

19 დეკემბერს რუსეთმა უპილოტო თვითმფრინავები კიევში ჩამოაგდო. უკრაინის დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ორი ადამიანი დაშავდა. ამასთან, დაზიანდა სახლები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო Telegram-ზე წერს, რომ ტექნიკოსები ელექტროენერგიის  მიწოდების სტაბილიზაციაზე მუშაობენ. 

ხელისუფლების ცნობით, ორშაბათ დილას უკრაინის საჰაერო თავდაცვამ კიევში ცხრა რუსული უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო. 

16 დეკემბერს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მორიგი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა დაიწყო. 

კომენტარები