ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

იაპონიისა და სამხრეთ კორეის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთის ზღვის მიმართულებით კიდევ ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ინფორმაციით, ორმა საშუალო მანძილის რაკეტამ დაახლოებით 500 კმ იფრინა. 

იაპონიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ტოშინო ინოს თქმით, რაკეტები, როგორც ჩანს, იაპონიის ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის გარეთ დაეშვა. 

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ბალისტიკური რაკეტების გამოცდის შემდეგ, ქვეყანამ ეროვნული უშიშროების საბჭო მოიწვია და ჩრდილოეთ კორეის ქმედება "მტკიცედ დაგმო". ასევე, პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღითა და რაკეტებით მუდმივი პროვოკაციის ფონზე კიდევ უფრო დიდ საფრთხეს უქმნის კიმ ჩენ ინის რეჟიმს. 

ბალისტიკური რაკეტების გაშვება მოჰყვა 16 დეკემბერს მყარი საწვავის სარაკეტო ძრავის გამოცდას. ჩრდილოეთ კორეის განცხადებით, ეს ფაქტი კიმ ჩენ ინის რეჟიმისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის (ICBM) გასროლას დააჩქარებს.

ახალი, მაღალი ბიძგის სარაკეტო ძრავა ხუთშაბათს გამოცადეს. სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი გამოცდას ესწრებოდა, რომელიც KCNA-ს თქმით, “კიდევ ერთი, ახალი ტიპის სტრატეგიული იარაღის განვითარების გარანტიაა”. 

ექსპერტების თქმით, ძრავის განვითარება მნიშვნელოვანი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ახალი სარაკეტო ძრავა წარმატებით ინტეგრირდება ICBM-თან.

კომენტარები