საქართველო-ევროკავშირი

კობახიძე ევროპარლამენტარებზე: არ გამოირჩევიან განსაკუთრებული განათლებით, ან ინტელექტით

ხშირად არის ხოლმე საქართველოში საუბარი, კრიტერიუმები და მოთხოვნები არსებობს პოლიტიკოსის მიმართ, რომ სასურველია ჰქონდეს საზღვარგარეთ მიღებული სპეციალური განათლება და ა.შ. იგივე ამ ევროპარლამენტარებს რომ გადაავლებთ თვალს, არცერთი არ გამოირჩევა არც განსაკუთრებული განათლებით, ან ბექგრაუნდით და არც განსაკუთრებული წარსულით, ინტელექტით და ა.შ. ეს ადამიანები უბრალოდ არცხვენენ ევროპას, კონკრეტული ევროპარლამენტარები და მთლიანობაში ეს პროცესი, რაც წარიმართა ევროპარლამენტში, იყო აბსოლუტურად შეუფერებელი იმისთვის, რასაც ჰქვია ევროპა. ევროპა ჩვენთვის დაკავშირებულია განსაკუთრებულ ღირებულებებთან. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც საუბარია ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზე. 

კომენტარები