Twitter

მასკი აპირებს უჩივლოს სტუდენტს, რომელიც მისი თვითმფრინავის მარშრუტს ასაჯაროებდა

BRITTA PEDERSEN/AFP/GETTY IMAGES

Twitter-ის მფლობელმა, ილონ მასკმა გუშინ, 14 დეკემბერს აღნიშნა, რომ @elonjet-ის ანგარიშის მფლობელის, 20 წლის სტუდენტის, ჯეკ სუინის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს

მასკის თქმით, ის სუინისა და იმ "ორგანიზაციების წინააღმდეგ, რომლებმაც მისი ოჯახის ზიანს მხარი დაუჭირეს" სამართლებრივ ზომებს მიიღებს. 

მანამდე კომპანია Twitter-მა გააუქმა სტუდენტის ანგარიში, სადაც იგი ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის მოძრაობის მარშუტს აქვეყნებდა. 

ანგარიშის შეჩერებამდე ერთი თვით ადრე მასკმა, რომელმაც ოქტომბერში 44 მილიარდ დოლარად იყიდა Twitter-ი, განაცხადა, რომ სიტყვის თავისუფლებისადმი მისი ვალდებულება ვრცელდებოდა ანგარიშების არ აკძალვაზე. 

20 წლის მოზარდი სოციალურ მედიაში ილონ მასკის პირადი თვითმფრინავის მოძრაობის მარშუტს აქვეყნებდა,  პროფაილის წასაშლელად ჯერ მასკმა $5 000, შემდეგ Drive Autonomy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Tesla Model 3-ის სამი წლით ტარების უფლება შესთავაზა; საპასუხოდ სტუდენტი კი ილონ მასკისგან Tesla Model 3-ს და კომპანიაში სტაჟირებას ითხოვდა. 

მართალია, სტუდენტი საჯარო ინფორმაციას იყენებს, მაგრამ თვითმფირინავის მოძრაობის დაფიქსირება საჭიროებს ტრანსპონდერის სიხშირეების დახვეწილ ცოდნასა და მათი ფრენის გეგმასთან შესაბამისობის პოვნას. სუინმა საავიაციო სისტემა მამისგან ისწავლა, რომელიც ავიაკომპანიების ინდუსტრიაში მუშაობს. მოზარდის თქმით, თვითმფრინავების მარშუტისთვის თვალყურის დევნება ბავშვობიდან არის მისი ჰობი.

კომენტარები