მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

მარგველაშვილი კადრებზე: რა ლოგიკით უნდა იყვნენ ერთ პარლამენტში და ძაღლის ჯიშებს იხილავდნენ

“ამ წამების და საქართველოს შეურაცხყოფის შემდეგ, რა ლოგიკით უნდა ისხდნენ ერთ პარლამენტში მე ვერ ვხვდები და იხილავდნენ რომელი ძაღლის ჯიში აკრძალონ. შეუძლებელია იჯდე ადამიანებთან, რომლებიც აწამებენ და მერე ტელევიზორში შენს საზოგადოებას აჩვენებენ ამას.  პარლამენტის დატოვებით არაფერი არ მოხდება, მაგრამ პირველი ნაბიჯი ხომ უნდა გადაიდგას? ხომ გინდა, რომ ვითარება სადღაც წაიყვანო და ტემპერატურა ხომ უნდა აწიო?”

თქვა მარგველაშვილმა პალიტრანიუსის გადაცემა  360 გრადუსში. 

დღეს, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

 

კომენტარები