მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ხაბეიშვილი: ვისაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ და აქვთ პროცესებზე, არ (ვერ) აღიარებენ შეცდომებს

პუტინთან მებრძოლ მთავარსარდალს სამაგალითოდ აწამებენ და ამას გვაგუებენ, გვაყურებინებენ, დაგვცინიან და გვამცირებენ ...

საზოგადოება ნიჰილიზმში, უიმედობაში და სასოწარკვეთილებაშია ... დამარცხებული ხალხი ერთმანეთში ვეძებთ დამნაშავეს და გვინდა დავარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ჩვენი ბრალი არ არის, რომ სხვამ დააშავა, სხვამ ვერ შეძლო და ჩვენ არაფერ შუაში ვართ ...

ადამიანები, ვისაც პასუხისმგებლობა ჰქონდათ, აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე არ (ვერ) აღიარებენ საკუთარ შეცდომებს, პასუხისმგებლობას და ცდილობენ სხვას გადააბრალონ, ხელები შეაწმინდონ, მისი წილი ტალახი მოსცხონ ნაცვლად პასუხისმგებლობის აღებისა ...

დავაგვიანეთ ... სამაგიეროდ ახლა მაინც უნდა ვმობილიზდეთ. საკუთარ თავში ვიპოვოთ გამბედაობა, ვაღიაროთ დაშვებული შეცდომები და სრულად ვკონცენტრირდეთ მთავარ მტერზე - რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე.

მოქმედება, მობილიზება და უკომპრომისო ბრძოლაა გამოსავალი. ხელები არ უნდა ჩამოვუშვათ. ერთმანეთი ვიპოვნოთ, დავორგანიზდეთ და გადამწყვეტი ბრძოლა.

დავიწყოთ საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად. დავარწმუნოთ ადამიანები, დავუბრუნოთ გამარჯვების იმედი და ყველა გახდეს თანამონაწილე რუსული რეჟიმის რღვევის საქართველოში, რაც საწინდარი იქნება მშვიდობიან, ერთიან და ძლიერს საქართველოში ვიცხოვროთ ყოველგვარი დაყოფის, პოლარიზაციის და დახლეჩვის გარეშე.

იყო საკმარისი დრო, შანსი, შესაძლებლობა და მოვედით იქამდე, სადაც ვართ ... ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, შეუძლებელია! ამიტომაც უნდა დავიწყოთ გადამწყვეტი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის, ქართველი ხალხისთვის, პრეზიდენტისთვის ...

ძალა ხალხშია.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

კომენტარები