მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

ბრეგაძე: მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი

[კადრები] ჩვენ გავასაჯაროვეთ იმ ლეგიტიმური მიზნიდან გამომდინარე, რასაც ჰქვია იმ ყველაფრის აღკვეთა, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ სახელმწიფო წარმოადგინოს როგორც მწამებელი, ამით დააზიანოს მისი იმიჯი, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით. მოგეხსენებათ ჩვენ რა პერიოდშიც ვიმყოფებით ახლა, მიმდინარეობს ევროინტეგრაცია და სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს 12 პუნქტის შესასრულებელად და მათ შორის, კიდევ უფრო მეტს. თუმცა, ეს ხალხი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოს და კონკრეტულად მსჯავრდებული სააკაშვილის გამოყენებით ცდილობს, რომ აჩვენოს საზოგადოებას და მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას გარკვეული ყალბი სიუჟეტების შექმნითა და არასწორი სიუჟეტების წარმოდგენით, რომ თითქოს სახელმწიფო არის ადამიანების უფლებების დამრღვევი, ნურას უკაცრავად ამის უფლებას ვერავის მივცემთ და ყოველთვის ჩვენი პასუხი იქნება ადეკვატური.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენ გარკვეული მორალური მოსაზრებებიდან გამომდინარე არ გავასაჯაროვეთ ძალიან ბევრი სხვა კადრი, რომელშიც შეიძლება ანალოგიური ეპიზოდები იყოს წარმოდგენილი და ჩვენ ეს გარკვეული მორალური მოსაზრებების გამო არ გავასაჯაროვეთ და მაქსიმალური თავშეკავებით ვიმოქმედეთ, იმისთვის რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია.

თქვა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

დღეს, 14 დეკემბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრები გამოაქვეყნა, რომელიც უწყების ცნობით "ასახავს სხვადასხვა პერიოდში პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას".

კომენტარები