აშშ ძალიან ახლოდან აკვირდება ბატონი სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას. დღეს, სასამართლოს გადადება სიურპრიზი იყო. ყოველ შემთხვევში, აშშ-ში, როდესაც მოსამართლე გასცემს ბრძანებას, რომ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ყველა მაქსიმუმს აკეთებს, რათა მოსამართლის ბრძანება შესრულდეს. ამ შემთხვევაში, არსებობს განსაკუთრებული გადაუდებლობა, ბატონი სააკშვილის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ არსებული მაღალი დაინტერესების გამო, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. როგორც უკვე ვახსენეთ, საბოლოოდ, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილი იღებს იმ მენტალურ და ფიზიკურ სამედიცინო დახმარებას, რაც მას სჭირდება. დამატებით გაჭიანურება მხოლოდ ზრდის კითხვების რაოდენობასა და ინტერესს მისი კეყილდღეობის მიმართ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დეგნანი: სიურპრიზი იყო სააკაშვილის სასამართლოს გადადება, გაჭიანურება მეტ კითხვებს აჩენს
tbl.ge/67os
დაკოპირდა

ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელისგან გათავისუფლების ან გადავადების საქმეზე მომდევნო პროცესი 22 დეკემბერს, 11 საათზე ჩაინიშნა. 14 დეკემბრის სხდომაზე მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დისტანციურად უნდა ჩართვოდა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ კლინიკა ვივამედს "შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები არ აქვს".
ამავე თემაზე
- კალაძე სააკაშვილზე: ოჯახს შესაბამისი კალორაჟი არ მიაქვს, ეს მიზანმიმართული კამპანიაა
- თალაკვაძე სააკაშვილზე: სახელმწიფოს მიზანი არის, რომ მას მაქსიმალური დახმარება აღმოუჩინოს
- ჩალაძე ბრეგაძეზე: ტყუის, მისივე უწყებიდან გვაქვს დასტური, რომ განცხადება რეგისტრირებულია
- ბრეგაძე სააკაშვილზე: არ შემოსულა განცხადება, რომ მის მკურნალობაში უცხოელი ექიმები ჩაერთონ
- ალასანია სააკაშვილზე: ამაზე უარესი არის უბრალოდ სიკვდილი, ცარიელი ჩონჩხია