მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა

კობახიძე: კორუფციის კუთხით სერიოზული პრობლემებია ევროპარლამენტში, დებატები ადასტურებს

ჩვენ ვართ საქართველოს პარლამენტის წევრები და ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი განცხადებების კეთებისგან ისეთ თემებზე, რომლებიც უკავშირდება პატიმარს, მის პატიმრობას თუ გათავისუფლებას, ჩვენ ვცდილობთ ამას, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები ვართ. როდესაც ევროპარლამენტარები ცდილობენ განახორციელონ პოლიტიზებული ჩარევა მართლმსაჯულებაში, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ყველამ უნდა სცეს პატივი სამართლის უზენაესობას, რაც არის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი და ევროპული ღირებულებების მთავარი შემადგენელი ნაწილი. როდესაც ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ელემენტარულ პრინციპს, სამართლის უზენაესობას არ სცემენ პატივს, კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით, კორუფციას ბევრი სახე აქვს, არა მარტო ფულთან შეიძლება იყოს კავშირში, სერიოზული პრობლემებია ევროპარლამენტში. ის დოკუმენტი, რომელიც განიხილება ევროპარლამენტში, ამის დასტურია და დებატებიც, რომლებიც გაიმართა, ამის დასტურია. 

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე. 

კომენტარები