გუშინდელ დებატებს [ევროპარლემენტში] რაც შეეხება, ვიხილეთ ევროპარლამენტი, დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან. ვინაიდან, ჩვენ ვნახეთ, რომ ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქია, გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლებაა მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს, რა თქმა უნდა, სამწუხარო სანახავია, როდესაც ხედავს, რომ არის ჯგუფის პოლიტიკოსებისა, რომლებიც საკუთარ მეგობრობას სააკაშვილთან ამჯობინებენ ქვეყნის მიმართ ობიექტურ ინტერესებს.
საქართველო-ევროკავშირი
პაპუაშვილი: ვიხილეთ ევროპარლამენტში დებატები, რომელიც თავის არსში დაცლილი იყო ევროპისგან
tbl.ge/67oh
დაკოპირდა

ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გუშინ, 13 დეკემბერს, ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვასა და ევროპარლამენტარების გამოსვლებს.
ამავე თემაზე
- კირცხალია: ღიმილისმომგვრელია, შევედაროთ ნებისმიერ სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას
- დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებას შეეხება - ევროკომისიის სპიკერი დიალოგზე
- ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური - პაპუაშვილი ევროკომისიასთან დიალოგზე
- 11 ივნისს საქართველოსა და ევროკომისიას შორის დიალოგის 1-ელი შეხვედრა გაიმართება - საგარეო
- ლავროვი: საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება პრაგმატულია




